2– პროექტის მოკლე აღწერა (1–2 წინადადება) გოდერძი ჩოხელის ცხოვრება და შემოქმედება
3– პროექტის სრული აღწერა– მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფში. ხდება მასალის გადანაწილება. ჯგუფის ერთ ნაწილს მიეცემა დავალება მოიძიოს გ. ჩოხელის ბიგრაფიული ცნობები, გაარკვიოს და მოიძიოს ჩოხელთა საგვარეულო წეს–ჩვეულებები, ასევე რა როლს თამაშობს გუდამაყარი მწერლის შემოქმედებაში. მთისა და ღვთის შვილს რა მისია აკისრია "სააქაო" ცხოვრებაში.
ჯგუფის ერთ ნაწილს მიეცემა დავალება მოიძიოს ცნობები ჩოხელის, როგორც კინორეჟისორის შესახებ. შეკრიბონ მისი ფილმები და გააკეთონ მისი მიმოხილვა.
ჯგუფის ნაწილს დაევალებათ გააკეთონ ელექტრონული გაზეთი ჯგუფის სხვა წევრების მიერ შეგროვილ მასალაზე დაყრდნობით .ასევე გააკეთონ მისი რომელიმე ფილმის პრეზენტაცია.ჯგუფის ნაწილს მიეცემათდავალება გააკეთონ თემა–"მითი და რეალობა ჩოხელის შემოქმედებაში"
შესაძლებლობის ფარგლებში შევეცდებით შევხვდეთ მისი ოჯახის წევრებს და ჩავიწეროთ საინტერესო მასალები.მოვიწვიოთ ისინი სკოლაში გ.ჩოხელისადმი მიძღვნილ საღამოზე.
4.მონაწილეთა ასაკი 16–17 წელი
5. ხანგრძლივობა 1 თვე
6– პროექტის შესაძლო აქტივობები: ვიყენებთ ინტერნეტს საინტერესო მასალების მოძიებისათვის. ვგეგმავთ ბიბლიოთეკაში სტუმრობას, მოვიძიებთ სურათებს მწერლის მშობლიური კუთხისას, ვნახავთ მის გადაღებულ სურათებს, ვესტუმრებით სამთავროს მონასტერს და მოვინახულებთ მწერლის საფლავს.
7– მოსალოდნელი შედეგი-ჩოხელის, როგორც ჩვენი თანამედროვე მწერლის და კინორეჟისორის მეტად საინტერესო და ფილოსოფიური სიბრძნით გამსჭვალული მისი ნაწარმოებებისა და ფილმების დეტალურად გაცნობა.
8– სამუშაო ენა– ქართული
9– სარგებელი სხვებისთვის– გ. ჩოხელის– მწერლისა და კინორეჟისორის საინტერესო ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა.
10– საგნებთან(ერ. სასწ. გეგმ. კავშირი)–ქართული, ისტორია და გეოგრაფია
11– პროექტის ავტორი– თამარ ცაბაძე
12– ავტორის ელ. ფოსტა–tamartsabadze@.com
13– პროექტის ბლოგი
No comments:
Post a Comment